ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.
ინფორმაცია "ბიზნესპარტნიორს" თავად თორნიკე ზირაქიშვილმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.
შეგახსენებთ, საქართველოში Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში 2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა, სასტუმროების ნაწილში გაჩნდება 1 500-მდე ნომერი, კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები. საინვესტიციო პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.
პროექტში დაგეგმილია $6.5 მილიარდი დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება.