ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველად ქუთაისში, 4 სათამაშო მოედანზე გაკეთდა ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი, კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა, შეიცვალა განათების სისტემა. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა.
როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად მზად არის.