ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფციული რისკები ყველანაირად გადაზღვეული იყოს, ამ მიმართულებით ვიქნებით უკომპრომისოები და შეურიგებლები, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
სოხაძის თქმით, იქმნება მექანიზმები იმის საპრევენციოდ, რომ საბიუჯეტო სახსრები ბოროტად არ იქნას გამოყენებული.
„კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეების შესახებ ვერაფერს გეტყვით. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, მათ შორის კორუფციული რისკები ყველანაირად იყოს გადაზღვეული. ამ მიმართულებით ვიქნებით უკომპრომისოები და შეურიგებლები. მეორე მხრივ, შევქმნით და ვქმნით მექანიზმებს, რომ არც ერთ კომპანიას არ მიეცეს საშუალება, ბოროტად ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით, ან ვინმე თუ მაინც გადაწყვეტს, მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, თავშივე მოხდეს აღკვეთა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
1TV.GE