logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

FedEx საქართველოს ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა

დედაქალაქს ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაემატა - FedEx საქართველოს ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  FedEx საქართველოს დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა  განუცხადა, ახალი ცენტრის ასაშენებლად კომპანიამ, ჯამურად, 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 4 მილიონი დოლარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის თანადაფინანსებაა.

ნინო მენთეშაშვილის ინფორმაციით, ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 3600 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„ჩვენი კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი წარმოადგენს A კატეგორიის საწყობს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა საკუთარი ამანათები საიმედოდ შეინახოს. ამ პროდუქციის შენახვასთან ერთად, მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას როგორც საწყობში, ისე საწყობის გარეთაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული რეალობისთვის და ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია, რომ დაგვიკავშირდეს“, - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

მისივე თქმით, FedEx საქართველოს ლოგისტიკურ ცენტრს აქვს მაღალი სტანდარტები  როგორც შრომის, ისე ხანძარუსაფრთხოების მიმართულებით.  

გამოგვყევით