საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესი კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. თუ მსხვილი ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემა კადრების დეფიციტია, SME სექტორის განვითარება ხშირად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამო ფერხდება. ამ მიმართულებით სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის "აწარმოე საქართველოს" მიერაც, თუმცა როგორც "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების" ხელმძღვანელი გიგა ფაიქიძე განმარტავს, არსებული მხარდაჭერა ჯერ კიდევ არასაკმარისია.
„იზრდება ნაპრალი მსხვილი ბიზნესის წარმატებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებას შორის, რაც ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ლოგიკურია. მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი უნდა იყოს. შესაბამისად, კრიტიკულია, რომ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდეს ბიზნესის წამოწყებას ამ სექტორში. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოწვევად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა.“-აღნიშნავს გიგა ფაიქიძე.
ცნობისთვის, 2022 წლის მონაცემებით საქართველოში 146 000-მდე მცირე და საშუალო საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა წილი მთლიან მოქმედ საწარმოებში 99,7%-ით იყო განსაზღვრული.