logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

LANIAC ეპოქსიდის ლანგრისა და სარკეების წარმოებას გეგმავს

ხელნაკეთი საჩუქრების ონლაინ მაღაზია LaniaC  ეპოქსიდის ლანგრისა და სარკეების წარმოებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. ამის შესახებ LaniaC-ის დამფუძნებელმა ლანა ხოხობაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე Laniac-ი რამდენიმე სახის პროდუქტს: სახელის ინიციალებს, ყელსაბამებს და საკიდებს ამზადებს.

„ჩვენი პროდუქცია არის ბიუჯეტური. ხელნაკეთი ნივთები ძირითადად ონლაინ იყიდება, თუმცა პროდუქციის შეძენა ასევე, შესაძლებელია ორბელიანზე ერთ-ერთ მაღაზიაში. მოთხოვნა არის, თუმცა არა ისეთი აქტიური, როგორიც გასულ წელს. შეკვეთები მქონდა საზღვარგარეთიდანაც, კერძოდ, საბერძნეთიდან და იტალიიდან.

სამომავლოდ წარმოების გააქტიურებას და რეალიზაციის გაფართოებას ვგეგმავთ. მინდა, რომ დავამატო ლანგრისა და სარკეების გაფორმების ხაზი. დაახლოებით, რამდენიმე თვეში დავიწყებთ ამ ახალი პროდუქტის მომხმარებლებისთვის შეთავაზებას“, - განაცხადა ლანა ხოხობაშვილმა.

გამოგვყევით