logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომხმარებლების მხრიდან, განსაკუთრებული მოთხოვნა სუფრასა და ხალათებზეა" - "ლილაი"

საოჯახო ნივთების მწარმოებელი კომპანია "ლილაის"  დამფუძნებლის, სალომე ბაკაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა, რასაც კმაყოფილ მომხმარებელს უკავშირებს.

როგორც სალომე ბაკაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროდუქტს განსაკუთრებით საშუალო ასაკის სეგმენტი ყიდულობს.

"1 წელია, რაც მაგიდის სუფრებს, თეთრეულს, ხალათებსა და წინსაფრებს ვაწარმოებ. ამჟამად, პროდუქტს ონლაინ ვყიდით, თუმცა სამომავლოდ საბურთალოზე, "სითი მოლში" და რუსთავი მოლში სტენდის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცაღა ეს შორეული კონტურია. ამ ეტაპზე, მაქსიმალურად ვცდილობ, კმაყოფილ მომხმარებელზე გავიდე და შევინარჩუნო. ნედლეულს თურქეთიდან ვყიდულობთ და პროდუქტი რუსთავში ჩვენს ატელიეში იკერება. ამჟამად, ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვხელმძღვანელობ, რაც შეეხება მოთხოვნას - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა, საბედნიეროდ, გაიზარდა. ზრდას კი, პირველ რიგში, კმაყოფილ მომხმარებელს ვუკავშირებ... ამასთან, აუცილებელია, სწორი სამიზნე აუდიტორია და ადეკვატური მარკეტინგული კამპანია.

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ძირითადად, ადგილობრივი მომხმარებელია. განსაკუთრებით სუფრა და ხალათები იყიდება - ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ასორტიმენტის გაზრდას ამჟამად, არ ვაპირებ სამომავლოდ კი, დიდი გეგმები მაქვს", - აღნიშნავს სალომე ბაკაშვილი.

ცნობისთვის, საოჯახო ნივთების მწარმოებელი კომპანია "ლილაი" ბაზარზე 1 წელია ოპერირებს და მაგიდის სუფრებს, თეთრეულს, ხალათებსა და წინსაფრებს აწარმოებს.

გამოგვყევით