logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სააღდგომო პერიოდში მოთხოვნა 70%-მდე იზრდება - "ლოლი პოპ კარამელსი"

სააღდგომო პერიოდში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა 40-დან 70%-მდე იზრდება, - ამის შესახებ "ლოლი პოპ კარამელსის" დამფუძნებელმა ლიდა სარქისიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურად იღებს შეკვეთებს და აქვთ მოლოდინი, რომ ორშაბათიდან შეკვეთების რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება.

"სააღდგომოდ როგორც ყოველთვის მომხმარებლებისთვის გარკვეული შეთავაზებები გვაქვს.  მაგალითად, მიმდინარე წელს ახალი საბავშვო ნაკრებები შევქმენით და ასევე, შეთავაზებები გვაქვს კორპორატიული სეგმენტისთვისაც. 

ზოგადად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 50%-ით არის გაზრდილი. ჩვენი მომხმარებლების 40%-ს კორპორატიული სეგმენტი წარმოადგენს, თუმცა სააღდგომო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად იზრდება", - აცხადებს ლიდა სარქისიანი.

გარდა ამისა, "ლოლი პოპ კარამელსი" დეკემბერში მეორე ბრენდულ მაღაზიის თბილისში გახსნას გეგმავს, რომლის ინვესტიცია 20 000 ლარამდე იქნება. 

სტარტაპი „ლოლო პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაფუძნდა. კომპანია პროდუქციას თბილისში არსებულ მცირე საწარმოში ამზადებს. ამ დროისთვის კომპანია 17-ზე მეტი დასახელების კანფეტს, მათ შორის, ლოლიპოპსებს, ქეიქპოპსებს, ზეფირს, პასკებსა და შოკოლადებს აწარმოებს.

გამოგვყევით