Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.
2024 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,597 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 1%-ით მეტია. ბაზრის ზომა 10%-ით, 242 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.