"მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში,"- ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
"საქართველოს მოსახლეობა ბერდება, მოსახლეობის ჩანაცვლების დონეზე დაბალი შობადობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო. სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით. მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი განსხვავება რჩება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში,"-ნათქვამია ანგარიშში.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის ახალი, საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს განვითარდეს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციებს, რეფორმებს, ცოდნის გაღმარვებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებას და რეგიონულ ინტეგრაციას.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.