logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წელს საგარეო ვაჭრობა 10.1%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

2025 წელს საგარეო ვაჭრობა 10.1%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1768290473

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 816.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია.

"საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 525.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 234.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.

გამოგვყევით