საქსტატის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში ინვესტორი კომპანიების TOP ათეული ასე გამოიყურება: "სოკარ ენერჯი ჯორჯია", "მაგთიკომი", "ტავ ურბან საქართველო", "ფოთის საზღვაო ნავსადგური", "ქართული ცემენტი", "მინა", "ტოიოტა კავკასია", "სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი", "აკვალია საქართველო", "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია".
ცნობისთვის, საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.