logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზარს სწავლობს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG)  ბაზარს სწავლობს. დაწყებულია მონიტორინგი, რომელიც სექტორში შესვლის ბარიერებსა და დანახარჯების საკითხს სწავლობს.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ სწორედ მონიტორინგი გამოავლენს სექტორში პრობლემურ საკითხებს.

ასევე, გამოიკვეთება, საჭირო გახდება თუ არა სექტორის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. საუბარია რეგულაციებზე, რომელთა შემუშავება მთავრობამ ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.

“ვფიქრობთ, რომ სწორედ მონიტორინგის პროცესმა უნდა გამოავლინოს ყველაზე პრობლემური საკითხები. ეს გაამყარებს იმ არგუმენტებს - ეს კანონმდებლობა საჭიროა თუ არა და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ მონიტორინგის. თუ იქნება სხვა პრობლემური საკითხები რითეილერსა და იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შორის, ეს მონიტორინგი მთავარ საკითხებს ზედაპირზე ამოწევს. ეს ახალი თემაა, ჩვენ ახლა დავიწყეთ ეს პროცესი.

მონიტორინგი გულისხმობს ისეთ საკითხებს, რაც არის გადახდის პირობების და ვადების დარღვევა, არის საკითხები, რომელიც უკავშირდება რითეილისა და FMCG სექტორში შესვლის და გაზრდილ დანახარჯებს. შეფასდება მსგავსი ტიპის თემები და სხვა ბევრი მიმართულებაც. მათ შორის სხვადასხვა კომპანიების პოზიციონირება ბაზარზე და მათი გავლენები ამ ძირითად საკითხებზე,” - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე “ბიზნესპარტნიორთან”.

გამოგვყევით