logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლევან ჟორჟოლიანი - ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუ-ჰაუ

ლევან ჟორჟოლიანი - ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუ-ჰაუ

1763664960

ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრის კვლევის ეტაპზე ევროკავშირის არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად საქართველოში დაინერგება.

„რაც შეეხება გამჭვირვალეობას, ელექტრონული შესყიდვების ნაწილში ეს ახლაც უზრუნველყოფილია, ჩვენ პრობლემა გვქონდა ბაზრის კვლევასთან, მიმართებაში. ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ამ ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია. თუკი რაიმეს დაზუსტება მოუნდება კონკრეტულ ბიზნეს-სუბიექტს, კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციიდან მიიღებს ავტომატურად პასუხს. ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება თავისი უნიკალური ანგარიში, მეილი. ეს არის ქართული ნოუჰაუ. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ბევრგან არის შესყიდვების ელექტრონული მოდული, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად ჩვენთან დაინერგება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით,2026 წლის მეორე ნახევრიდან ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება ამოქმედდება. ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება. მისი თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ასევე განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. 

"არსებობს მიზანი, რომ შეიქმნას განცდა, ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ყველა ბიზნეს პროცესი"

"არსებობს მიზანი, რომ შეიქმნას განცდა, ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ყველა ბიზნეს პროცესი"

გამოგვყევით