logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"Eagle Hills-ის  პროექტს შესაძლოა, გარკვეული რისკფაქტორები უკავშირდებოდეს" - ვახტანგ ჭარაია

Eagle Hills-ის პროექტი სამშენებლო პროექტია, თუმცა ბევრ სხვადასხვა, სეგმენტს მოიცავს. როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი ვახტანგ ჭარაია გადაცემა ღამის "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს,  Eagle Hills-ის  პროექტს შესაძლოა, გარკვეული რისკფაქტორები უკავშირდებოდეს.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში სავარაუდოდ, უცხოური სამუშაო ძალის შემოყვანა  გახდება საჭირო.

"საქართველოში უნდა შევეშვათ, რომ რაღაც პროექტი ვიღაცის წარმატებას "მივაკეროთ" და არა საქართველოს ინტერესებს. ყოველთვისაა პოპულისტური განცხადებები, რომ რაღაც თურქეთიზაციას, არაბიზაციას გამოიწვევს, რუსები წაგვლეკავენ და ა.შ. ეს ყველაფერი ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. რაც შეეხება Eagle Hills-ის პროექტს, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვებია და ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ ნებისმიერ სამშენებლო პროექტი, რომ ავიღოთ - საზოგადოებისთვის ყველა პროექტის დეტალები ცნობილია?! შესაბამისად, Eagle Hills-საც თავისი სპეციფიკური საკითხები გააჩნია, რომელიც შესაძლოა საზოგადოების ფართო ფენამ არ იცოდეს. აღნიშნულ პროექტს გარკვეული რისკფაქტორები შესაძლოა უკავშირდებოდეს. მაგალითად უცხოური სამუშაო ძალა, სავარაუდოდ, საქართველოში შემოსაყვანი გახდება. როდესაც ჩვენ მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე ვსაუბრობთ კვალიფიცირებული კადრი საჭირო იქნება, თუმცა ამ ყველაფერს ნეგატიურ ჭრილში არ უნდა შევხედოთ. ჩამოყვანილი კადრების მაგალითზე შეიძლება ადგილობრივებმა ისწავლონ და სხვადასხვა, პროფესიებს დაეუფლონ. ფართო გაგებით ეს პროექტი სამშენებლო პროექტია, თუმცა ბევრ სხვადასხვა, სეგმენტს მოიცავს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ცნობისთვის, საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას  კომპანია Eagle Hills-ი გეგმავს.

აქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.

„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე,  შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა პრემიერმა.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით"

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით"

გამოგვყევით