logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მომხმარებლებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ სოციალურ ქსელებში საეჭვო გვერდებს ნაკლებად ენდონ" - ირაკლი ლექვინაძე

"მომხმარებლებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ სოციალურ ქსელებში საეჭვო გვერდებს ნაკლებად ენდონ" - ირაკლი ლექვინაძე

1728381300

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 800-მდე განაცხადი განიხილა.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტა, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში განხილულ განაცხადებზე ბევრად მეტია.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებმა უფრო მეტი იციან იმ უფლებების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში იციან, რომ არსებობს მომხმარებელთა უფლებების და კონკურენციის სააგენტო, სადაც მოვაჭრესთან ვერ შეთანხმების შემთხვევაში შეუძლიათ გაასაჩივრონ საკუთარი განაცხადი. ყოველდღიურად ძალიან ბევრი პრეტენზია  შემოდის, რაზედაც ჩვენი გუნდი ოპერატიულად რეაგირებს. ძალიან ბევრი საკითხი საქმის შესწავლამდეც გვარდება.

საქართველო არის ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყანა და ჩვენი მომხმარებელთა უფლებების კანონმდებლობა, ბოლო შეფასებით, 85%-ით თავსებადია ევროპის საუკეთესო კანონმდებლობასთან. გამოწვევა გვრჩება ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ მომხმარებლებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ ნაკლებად ენდონ სოციალურ ქსელებში საეჭვო გვერდებს", - აცხადებს ლექვინაძე.

გამოგვყევით