logo
Loading data...

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 2024 წლის I კვარტალში 230 განაცხადი დაფიქსირდა

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 2024 წლის I კვარტალში 230 განაცხადი დაფიქსირდა

1712128647

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან მარტის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 230 განაცხადი დაფიქსირდა.

აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 17 საქმეზე.

"სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 14 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა ჯამში 10 700 ლარი. აქედან, 2 მოვაჭრე დაჯარიმდა ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო 1000 ლარის ოდენობით.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 34 საქმეზე - 31 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, ხოლო შემდეგ ადგილებს იმერეთი, აჭარა და კახეთის რეგიონი იკავებს.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 71, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე  68, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 46, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 12, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენი 24.

 საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 2%; მშენებლობა 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.

 მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 598 05 4422,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით