logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: 2025 წელს საშუალო ხელფასი ₾2 165-მდე გაიზარდა

საქსტატი: 2025 წელს საშუალო ხელფასი ₾2 165-მდე გაიზარდა

1791530580

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.

“საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით); მშენებლობა - 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).

2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების - 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით (17.6%) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.

2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით) დარგში დაფიქსირდა.

2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 233.7 ლარით (12.5%) და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი ქ. თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია”,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოგვყევით