logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: მედიანური ხელფასი ₾1 531-მდე გაიზარდა

საქსტატი: მედიანური ხელფასი ₾1 531-მდე გაიზარდა

1791531133

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9 პროცენტით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი;  მშენებლობა - 2 328 ლარი;  სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი;  ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.

2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება”,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოგვყევით