logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

1767009114

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის 563 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის  სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

 აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და  საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (.. ელექტრონული) სარგებლობისას,"-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით