logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მიხეილ ხიდურელი: "2025 წელს საქართველოში არაერთი ისტორიული საინვესტიციო პროექტი განხორციელდა"

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, 2025 წელი გამორჩეული იყო და ძალიან ბევრი ისტორიული პროექტის განხორციელება მოხდა, მათ შორის, აღსანიშნავია "იგლ ჰილსის" პროექტი.  

გარდა ამისა, "ბიზნესპარტნიორში" მან ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ მსხვილ ინვესტიციებზე, არამედ ადგილობრივი კომპანიებისთვის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებაზეც, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

"ჩვენი შრომა დაფასდა და საქართველოში შემოვიდა „იგლ ჰილსი", რომელიც თამაშის წესებს პოზიტიური მიმართულებით ცვლის. ყველა ხვდება იმას, რომ ეს კომპანია ტყუილად არ შედის ქვეყანაში და ამას წინ უძღვის ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. ჩვენ უკვე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ ამ გამოცდილებას. მთავარი ფაქტორი არის რა თქმა უნდა მთავრობის პოლიტიკა. ყოველთვის ჩვენ ინვესტორს ვეუბნებით სუსტ და ძლიერ მხარეებს.  ჩვენი ძლიერი მხარეა, ცალსახა ეკონომიკური ზრდა, რასაც სტატისტიკა აჩვენებს და ეს ყველაფერი ბიზნესებსაც ეტყობათ. ამასთან, სასურველი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. სუსტ მხარეში შეიძლება გამოვყოთ მუშახელი. მაგრამ ამ სექტორში ვერ ვიტყოდით, რადგან ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი რომელსაც გამოვყოფდი, თუმცა ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია. ინვესტიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივად კომპანიებს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები ჰქონდეთ. სახელმწიფომ ეს ნაბიჯი გადადგა. კაპიტალური ბაზრების პოლიტიკა შეიქმნა და ჩვენ როგორც ყოველთვის პოლიტიკის შემდეგ ვახორციელებთ პროექტებს. მათ შორის, ბონდების გამოშვების პროგრამა, რომელიც დაანონსებიდან დღემდე მლრდ ლარზე თითქმის ავიდა. წლის ბოლოს ალბათ შევძლებთ უკვე ვთქვათ, რომ მლრდ ლარის ფასიანი ქაღალდების ემისია განხორციელდა ჩვენი პროგრამით. 

შემდეგი ნაბიჯი იქნება კერძო საინვესტიციო ფონდის გაკეთება, რომელშიც სააგენტო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ფონდის მართვაში არ ჩაერთვება. შეირჩევა ფონდის მმართველი კომპანია, რომელიც ჩვენთან კოორდინაციით შეეცდება ასწიოს ფული. თუ შევხედავთ ჩვენს ურთიერთობებს ფინანსურ საერთაშორისო პარტნიორებთან - ინტერესი არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში კონკურსის სახით შეიძლება მოხდეს გამოცხადება. ეს იქნება კიდევ უფრო დახვეწილი და კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტი და ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმი. როდესაც კომპანიას სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვს საშუალება, ან არ სურს ბანკში აიღოს კრედიტი, მაგრამ სურს შემოიყვანოს საინვესტიციო ფონდი, ეს თანხაზე მეტად არის ცოდნა, რომელსაც ზოგადად აქტივების მმართველი კომპანიის შემოსვლით ვიღებთ. არ ვფიქრობ, რომ ეს კონკურენციას აჩენს, რადგან ბანკს თავისი როლი რჩება", - აცხადებს მიხეილ ხიდურელი. 

გამოგვყევით