logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ზანგეზურის დერეფანი უნდა განიხილებოდეს როგორც დამატებითი ინფრასტრუქტურული მარშრუტი" - ლევან სულაბერიძე

"ზანგეზურის დერეფანი უნდა განიხილებოდეს როგორც დამატებითი ინფრასტრუქტურული მარშრუტი" - ლევან სულაბერიძე

1770287201

ახალი ინფრასტრუქტურის გაჩენა ყოველთვის ახდენს უკვე არსებულ ტვირთნაკადზე ზეგავლენას, თუმცა არამგონია, რომ ქართული ეკონომიკისთვის, ან შემოსავლებისთვის ეს რაღაც დიდი დარტყმა იქნება.  დანაკლისი იქნება, თუმცა ამას ჩვენს შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სულაბერიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ზანზეგურის დერეფანზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე შეფასებით, ზანგეზურის დერეფანი უნდა განიხილებოდეს როგორც დამატებითი ინფრასტრუქტურული მარშრუტი და არა არსებული სატრანსპორტო გზების შემცვლელი.

"ჩვენ ზანგეზური უნდა განვიხილოთ როგორც ინფრასტრუქტურული პროექტი და პრეზიდენტი ალიევი სწორ ხაზგასმას აკეთებს თავის სიტყვაში, რომ ეს იქნება სხვა დერეფნისთვის დამატებითი კიდევ ერთი საშუალება და შესაძლებლობა. ანუ ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში კიდევ გაჩნდება ახალი გზა იმისათვის, რომ ტვირთმა იმოძრაოს. ძალიან ლოგიკურია აზერბაიჯანული მხარის სურვილიც და აღფრთოვანებაც, რომ ეს პროექტი შესაძლოა განხორციელდეს, რადგან მათ წლების განმავლობაში შემოვლითი გზებით უწევდათ მათივე ავტონომიურ რესპუბლიკასთან (ნახიჩევანი) კომუნიკაცია. როგორც მინიმუმ ეს მიმოსვლა ბევრად გამარტივდება და ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაზიდვას ახორციელებდნენ საქართველოს, ან ირანის, ან თურქეთის გავლით, ეს ტვირთი აუცილებლად გადაინაცვლებს ზანგეზურის დერეფანში.

ამასთან, გარკვეულწილად გადაინაცვლებს თურქული და აზერბაიჯანული, თურქული და შუა აზიური ვაჭრობის გადაზიდვები საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით, თუმცა აქაც მიზანშეწონილობის ნაწილი ირთვება. ვიცით, რომ რეგიონი არის მაღალმთიანი და არ მგონია თურქმა მძღოლებმა ასე ერთხმად უპირატესობა რთულ გზას მიანიჭონ და ჩვენი საავტომობილო გზებით სარგებლობა მიატოვონ", - აცხადებს ლევან სულაბერიძე. 

გამოგვყევით