logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ეპ ჯორჯია გერენაციამ" ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

"ეპ ჯორჯია გერენაციამ" ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

1721824980

საქართველოს ენეგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა.  სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება სწორედ სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ელექტროენერგია 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის გაიყიდა“-  განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ კორპორაციული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა-ანგარისწორების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ ბეჭვაიამ.

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“ სათანადო პირობებში,  მომავალშიც განაგრძობს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას.

შეგახსენებთ, კომპანია ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 15 ჰიდროელექტროსადგურს საერთო ჯამური სიმძლავრით 490.827 მგვტ, ჯამური საპროექტო გამომუშავებით – 2 მლრდ კვტ. სთ., რომლებიც გასულ საუკუნეში აშენდა და ჯი ფაუერს  110 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ:

  • ლაჯანურჰესი – დადგმული სიმძლავრე 115.568 მგვტ.
  • ძევრულჰესი – დადგმული სიმძლავრე 80.0 მგვტ.
  • გუმათჰესი I – დადგმული სიმძლავრე 48.4 მგვტ.
  • გუმათჰესი II  – დადგმული სიმძლავრე 22.8 მგვტ.
  • რიონჰესი – დადგმული სიმძლავრე 54.0 მგვტ.
  • შაორჰესი – დადგმული სიმძლავრე 40.32 მგვტ.
  • აწჰესი – დადგმული სიმძლავრე 18.4 მგვტ.
  • ჩითახევჰესი – დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ.
  • ზაჰესი – დადგმული სიმძლავრე 38.6 მგვტ.
  • ორთაჭალჰესი – დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ.
  • კინკიშა ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.864 მგვტ.
  • ჩხოროწყუ ჰესი – დადგმული სიმძლავრე 6.0 მგვტ.
  • სიონჰესი – დადგმული სიმძლავრე 9.0 მგვტ.
  • საცხენისჰესი -დადგმული სიმძლავრე 14.0 მგვტ.
  • მარტყოფჰესი – დადგმული სიმძლავრე 3.875 მგვტ.
  • ჯი ფაუერი – დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ.

გამოგვყევით