logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

რომეო მიქაუტაძე: საქართველო უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპულ ენერგეტიკულ ოჯახში

საქართველო იძენს უფრო მეტ მნიშვნელობას ევროპულ ენერგეტიკულ ოჯახში. პირველი ენერგეტიკული დიალოგის გახსნა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ, დღეის მდგომარეობით საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო გვაქვს გაწეული ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზების და ასევე, სხვადასხვა რეგლამენტების გადმოტანის მიმართულებით - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამან გააჩინა საშუალება იმისა, რომ უფრო მაღალ დონეზე და უფრო ხაზგასმულად წარმართულიყო ევროკავშირი-საქართველოს შორის დიალოგის რეჟიმი. ეს კი, გულისხმობს ენერგეტიკულ დიპლომატიაში მონაწილეობას როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

„გუშინდელი დღე ადასტურებს იმას, რომ ამ ეტაპამდე მნიშვნელოვანი შრომაა გაწეული ქვეყნის და ევროკავშირის მიერ. ეს მთავრობის მიერ გაწეული პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია.

შეხვედრები იყო ძალიან პოზიტიური და განწყობაც. ეს განწყობა ერთ დღეში არ შექმნილა. ამის უკან საკმაოდ ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომა დგას. უკვე ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული იგივე ენერგოეფექტურობის, მშენებლობის, ეკო ეტიკეტირების კუთხით. ძალიან ბევრი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი ჩავუშვით ოპერირებაში და ეს მოქმედებს“ - ამბობს რომეო მიქაუტაძე ევროკომისარ კადრი სიმსონის საქართველოში ვიზიტის შედეგების შეფასებისას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

გამოგვყევით