logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ვანო ზარდიაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ვანო ზარდიაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

1762178628

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა შეხვედრა გამართა ენერგეტიკისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებსა და სამომავლო ხედვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. 

შეხვედრა გახსნა ვანო ზარდიაშვილმა. სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.  შეხვედრაზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა წარადგინა მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეა, რომლის მიზანია სსე-სა და კერძო სექტორს შორის უფრო მჭიდრო და ღია თანამშრომლობის ჩამოყალიბება. იდეას ღონისძიების მონაწილეთა მხარდაჭერა მოჰყვა და მრჩეველთა საბჭოს წევრებად ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აირჩიეს, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისკენ მიმართული საინვესტიციო პროექტების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რათა პროცესები წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, არსებული საჭიროებების და გამოწვევების იდენტიფიცირებით და შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით“,- განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა.

შეხვედრას ენერგეტიკისა და ბიზნესის სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

გამოგვყევით