logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ადგილობრივებმა ოქტომბერში 5 მლრდ ლარის ვალუტა გაანაღდეს

ადგილობრივებმა ოქტომბერში 5 მლრდ ლარის ვალუტა გაანაღდეს

1701096300

ოქტომბერში ადგილობრივმა მოქალაქეებმა (რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა) 15,5 მლრდ ლარი გაანაღდეს.

აქედან ლარის ბრუნვაზე მოდის 10,5 მლრდ ლარი. მიმდინარე სავალუტო ანგარიშებიდან კი გატანილია 5.07 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში.

სავალუტო ბრუნვის 80%-მდე აშშ დოლარზე მოდის.

მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკით, 01.11.2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორში არარეზედინტების და საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების 25.7 მლრდ ლარის დეპოზიტებია (მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრები).

სების სტატისტიკით,  საანგარიშო თვეში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 50.3%-მდე გაიზარდა. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.2%, ხოლო ევრო, 19.7% შეადგინა.

გამოგვყევით