სებ-ის სტატისტიკით, 05/2024-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 157.5 მლნ ლარია. სექტორი ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორია და ბანკებს, სხვა კომპანიების ანალოგიურად, მოგების გადახდის ვალდებულება წელში 4-ჯერ უდგება (თუმცა ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება).
საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2024 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2025 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12 სტუმრდება.
ბანკები მოგების გადასახადს უკვე გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით ისტუმრებენ. ამასთან, ბევრწლიანი ლოდინის შემდეგ სექტორი იმასაც შეეგუა, რომ 2023 წლისთვის გადავადებული შეღავათიანი ნორმა, რეინვესტირებული მოგების გადასახადზე, არასდროს ამოქმედდება.
ანალიტიკოსები 2024-ის მოგებიდან 2025 -ში ნახევარ მილიარდზე მეტს შეიტანენ. 2024-ში 0.5 მლრდ-ს 8 მილიონი აკლდა.
საბანკო სექტორის მოგების გადასახადი თვეების მიხედვით
| 2024 | იანვარი | ₾ | 41.5 | მლნ |
| 2024 | თებერვალი | ₾ | 38.5 | მლნ |
| 2024 | მარტი | ₾ | 39.7 | მლნ |
| 2024 | აპრილი | ₾ | 38.0 | მლნ |
| 2023 | იანვარ-დეკემბერი | ₾ | 492.4 | მლნ |
| 2023 | იანვარი | ₾ | 32.5 | მლნ |
| 2023 | თებერვალი | ₾ | 25.8 | მლნ |
| 2023 | მარტი | ₾ | 39.7 | მლნ |
| 2023 | აპრილი | ₾ | 32.8 | მლნ |
წყარო: სებ-ი
ბანკები დაუბეგრავი მოგებით Q1/2024
| საქართველოს ბანკი | 556 995 000 | ₾ |
| თიბისი | 403 451 000 | ₾ |
| ლიბერთი | 37 070 000 | ₾ |
| ბაზისბანკი | 27 572 000 | ₾ |
| ქართუ | 15.360 000 | ₾ |
| პროკრედიტ ბანკი | 13 997 000 | ₾ |
| კრედო | 13 774 000 | ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები >13 მლნ-ზე მეტი მოგებით