logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"თუ სემეკი დაინახავს, რომ კომპანია აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს - ის ტარიფს გადახედავს" - მაია მელიქიძე

ხდება მონიტორინგი იმის თუ კომპანია რამდენად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებას. ამიტომ, სემეკი მკაცრად გააკონტროლებს ამ ყველაფერს და თუ დაინახა, რომ ეს არსებული პასუხისმგებლობა ვერ სრულდება სათანადოდ, შემდეგ ის გადახედავს ტარიფს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სემეკის მიერ ტარიფის დადგენა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხდება. 

"ყოველწლიურად ჩაიდება 200 მლნ ლარი რეგიონებში სწორედ ქსელის განვითარებაზე. აქამდე, ძირითადად, წერტილოვანი თვალსაზრისით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ხდებოდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა გამოიცვალოს. სემეკს აქვს მონიტორინგის ძალიან მაღალი სტანდარტი. წლების წინ ტარიფმა 3 თეთრით დაიკლო და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ის მიცემული ინვესტიცია ვერ განხორციელდა და სწორედ, ამის პასუხი იყო ეს ყველაფერი. 

რეალურად "ენერგო პრო ჯორჯია" ითხოვდა არა მილიარდ, არამედ 2 მლრდ-საც კი, მაგრამ სემეკს ჰქონდა შემხვედრი პასუხი, რომ ერთის მხრივ ამხელა თანხის ჩადება ტარიფში ყოვლად წარმოუდგენელია და მეორეს მხრივ, ჩვენ ხომ უნდა გავთვალოთ ისიც, რამდენად გვაქვს ამ ყველაფრის გამოცვლის რესურსი. რეალისტები უნდა ვიყოთ დ არ უნდა ვთქვათ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში სასწაულს მოვახდენთ, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის სრულ გამოცვლასთან დაკავშირებით. სემეკი ონლაინ რეჟიმში უყურებს გათიშვებს და კომპანიას აჯარიმებს, თუ გათიშვები დასაშვებ ნორმებს ცდება. ანუ, ჩადებული ინვესტიცია ავტომატურად არის გარანტია იმისა, რომ ეს გათიშვები უნდა შემცირდეს", - აცხადებს მელიქიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით.

გამოგვყევით