logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დაკრედიტების 91.5% ბანკებზე მოდის

საკრედიტო აქტივობა გაზრდილია. კრედიტინფოს განახლებული ანგარიშით, პირველი ივნისის მდგომარეობით, ბანკის სესხებზე ნაშთი 43 მლრდ ლარამდეა მომატებული . 

საანგარიშო პერიოდისთვის,1.582 მლნ მოქალაქე ბანკის მსესხებელია (10 მლნ ლარამდე სესხის ბენეფიციარები).

როგორც იცით, კრედიტინფოს ბაზაში 10 მლნ ლარამდე სესხები მუშავდება. ბანკის გაცემული კრედიტებიდან 3 წლამდე ვადაგადაცილებაში 100 000 -მდე მსესხებლის 160 000-ზე მეტი სესხია. ჯამური ნაშთი 1.4 მლრდ ლარია. 

კრედიტინფოს ბაზაში ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლის საფუძველზე გაცემულ სესხებიც ერთიანდება. ივნისის მდგომარეობით, ბაზაში 10 მილიონზე მეტი გზავნილია.

სულ, საფინანსო  ბაზრის ოპერატორების (ბანკი, მისო, ლომბარდი, სალიზინგო კომპანია ) მიერ 47 მლრდ ლარის სესხებია გაცემული, რომლის 91.5% ბანკების პორტფელზე მოდის და ბაზრის 8.5% რჩება სხვა სესხის გამცემ სუბიექტებს. 

გამოგვყევით