logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დეპოზიტების შემცირებული დოლარიზაცია ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს - ნათია თურნავა

დეპოზიტების შემცირებული დოლარიზაცია ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს - ნათია თურნავა

1779099480

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა და 42.5 პროცენტი შეადგინა.

ასევე მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6 პპ-ით - 46.6 პროცენტამდე შემცირდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების  ცალკეული მოთხოვნები განაახლა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა, საკრედიტო პორტფელი კი სექტორულად დივერსიფიცირებულია.

გამოგვყევით