საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 19 ნოემბერს 6.7-წლიანი 75 მლნ ლარის (27.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.016პპ-ით გაიზარდა და 8.401% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 26 ნოემბერს, სადაც 5-წლიანი 100 მლნ ლარის ნომინალური
ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.