მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს.
კერძოდ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან მახაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გახდა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - დავით მათიკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - პაატა კვიჟინაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ზაზა ლომინაძე იქნება .
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ პარლამენტის 10 წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ შვიდი წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრი ვალდებულია, იყოს არანაკლებ ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება, იყოს გაწევრებული ორზე მეტ კომიტეტში.