logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა ნოემბერში რეზერვები $85.7 მილიონით შეავსო

სებ-მა ნოემბერში რეზერვები $85.7 მილიონით შეავსო

1732535040

სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის შესყიდვა დაიწყო. როგორც სებ-ში „ბიზნესპარტნიორის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადეს, ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო. 

ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი  502.2 მილიონი დოლარია.

„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავენ სებ-ში.

ამასთან, როგორც სებ-ში განმარტავენ, სავალუტო რეზერვების შევსების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის თავიდან არიდების მიზნით მოგვაწოდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

გამოგვყევით