logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"რიკო კრედიტში" Mastercard-ის ბარათების დანერგვის პროცესი დაწყებულია - ლაშა ნიკოლაიშვილი

"რიკო კრედიტი" მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათებს უახლოესი მომავალში შესთავაზებს, - ამის შესახებ "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, იანვრიდან "რიკო კრედიტი" მომხმარებლებს Mobile ბანკის აპლიკაციას შესთავაზებს.

"Mastercard-ის ბარათების დანერგვის პროცესი დაწყებულია. ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს ტესტირება მხოლოდ თანამშრომლებზე და უახლოეს მომავალში გადავალთ მომხმარებლებისთვის შეთავაზების ეტაპზე. გარდა ამისა, 70-ივე ფილიალში ბანკომატების ინსტალაციის პროცესი თითქმის დასრულებულია და მხოლოდ 5 ფილიალია დარჩენილია", - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

გარდა ამისა, "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რიკო კრედიტი" მიკრო ბანკად გადაკეთებას არ აპირებს და კომპანია ისევ მიკროსაფინანსო სფეროში რჩება. 

"ვფიქრობთ, რომ მიკროსაფინანსო სფეროში ჩვენ ლიდერები ვართ და შესაბამისად, ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. გვირჩევნია ჩვენს სფეროში ვიყოთ ლიდერ პოზიციაზე, ვიდრე გადავიდეთ საბანკო სექტორში", - აღნიშნა მან.

გამოგვყევით