logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა - 6 თვის შედეგები

2024 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  712  მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 591 მილიონ ლარს შეადგენდა.  ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 145 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 67 მილიონი ლარი (2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 122  მილიონი ლარი, წმინდა მოგება - 34 მილიონი ლარი).

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 564 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 431 მილიონ ლარს.

საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.  2024 წლის 6 თვეში 735 061  სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 133 540  პოლისი იყო გაყიდული.

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გამოგვყევით