logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სავალუტო სესხები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა

სავალუტო სესხები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა

1701090180

ბანკების სასესხო პორტფელმა 50 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ბოლო საანგარიშო თვეში ლარის სესხები 432 მილიონით, უცხოურ ვალუტაში კი 521 მილიონი ლარით გაიზარდა (ეკვივალენტი დოლარში).

წინა თვეშიც ლარის დაკრედიტებას სავალუტოს ზრდის ტემპი უსწრებდა. პირველი ნოემბრისთვის უცხოურ ვალუტაში წლიური ზრდა 17.24%-ია. მთლიანი დაკრედიტების ზრდა 16.08%.,

იურიდიული პირების დაკრედიტება 22.25 მლრდ ლარია. დოლარიზაციის კოეფიციენტი კი 64%. საცალო სესხების დოლარიზაცია 28%-მდეა. მთლიანად ფიზიკური პირების დაკრედიტება კი 26,12 მლრდ ლარს შეადგენს.

გამოგვყევით