თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ნოემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.
ნოემბრის შეხვედრების განრიგი:
- პირველი ტრენინგი, ონლაინ ფორმატში, 11 და 13 ნოემბერს გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს.
- მეორე ტრენინგი ონლაინ ფორმატში 12 და 26 ნოემბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
- მესამე ტრენინგი ხშირად დაშვებულ ფინანსურ შეცდომებს შეეხება და მას, ონლაინ ფორმატში, 18 ნოემბერს, ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
- ნოემბრის თვის კიდევ ერთი ტრენინგის თემა ექსპორტის მართვა იქნება. შეხვედრა ქუთაისში, 26 ნოემბერს, ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს.
- მე-5 ტრენინგი ESG თემატიკას დაეთმობა და ის, ონლაინ სივრცეში, 25 და 28 ნოემბერს ჩატარდება. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს
წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!