logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

მთავრობამ, შესაძლოა, უარი თქვას რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციოდ გამოყენებაზე

მთავრობამ, შესაძლოა, უარი თქვას რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციოდ გამოყენებაზე

1719567937

მთავრობამ, შესაძლოა, უარი თქვას რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის საინვესტიციო მიზნებით გამოყენებაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა კლინიკის პერსონალის ინტერესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც საფუძვლიანი და არგუმენტირებული იყო.

საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენჯებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

jandacva.ge

გადაცემები

გამოგვყევით