logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ტრამპი: ამერიკული მედიკამენტების ფასები სწრაფად და მკვეთრად დაეცემა

ტრამპი: ამერიკული მედიკამენტების ფასები სწრაფად და მკვეთრად დაეცემა

1766401522

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ახალი შეთანხმებები, რომლებიც რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასების შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა Bristol Myers Squibb-ის, Gilead Sciences-ის და Merck-ის ლიდერებთან და სხვა წამყვანი ფარმაცევტული გიგანტების წარმომადგენლებთან ერთად განაცხადა.

„მომავალი წლიდან ამერიკული მედიკამენტების ფასები სწრაფად და მკვეთრად დაეცემა და მალე განვითარებულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება“, - თქვა ტრამპმა.

შეთანხმებების თანახმად, თითოეული ფარმაცევტული კომპანია შეამცირებს ფასებს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი Medicaid პროგრამის ფარგლებში.

„ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაფინანსებდით. ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ცხრა ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა.


Medicare-ისა და Medicaid-ის მომსახურების ცენტრების დირექტორმა, მეჰმეთ ოზმა, განაცხადა, რომ Regeneron-ის, Johnson & Johnson-ისა და AbbVie-ს წარმომადგენლები დღესასწაულების შემდეგ თეთრ სახლს ეწვევიან, რათა მთავრობის ვებსაიტის TrumpRx-ის გახსნაში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც Aljazeera წერს, ამჟამად ამერიკელი პაციენტები რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებში უფრო მეტს და ხშირად თითქმის სამჯერ მეტს იხდიან, ვიდრე სხვა სხვა განვითარებულ ქვეყნებში და ტრამპი ზეწოლას ახდენს ფარმაცევტულ კომპანიებზე, რათა შეამცირონ ფასები იმ დონემდე, რასაც პაციენტები სხვაგან იხდიან.

გარიგებების დეტალები უცნობია, მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, ისინი გულისხმობს შეთანხმებებს. ვებსაიტ TrumpRx.gov-ის მეშვეობით შეძენის შემთხვევაში, ფასების შემცირებას. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად.  აშშ-ში მედიკამენტების წარმოების ღირებულება სხვა მდიდარ ქვეყნებში არსებული ფასების ანალოგიური უნდა იყოს. სანაცვლოდ, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ სამწლიანი თავისუფლება ნებისმიერი ტარიფისგან.


„მერკმა“ განაცხადა, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს, „ჯანუვიას“, „ჯანუმეტსა“ და „ჯანუმეტ XR“-ს, რომლებსაც მომავალ წელს ჯენერიკები გაუწევენ კონკურენციას, პირდაპირ ამერიკელ მომხმარებლებს საცალო ფასებზე დაახლოებით 70 პროცენტით იაფად მიჰყიდის. დამტკიცების შემთხვევაში კი, ქოლესტერინის პრეპარატ „ენლიციტიდს“ ასევე შესთავაზებენ მომხმარებლებს პირდაპირი მიწოდების არხებით.

iვლისში ტრამპმა 17 მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის ლიდერებს წერილები გაუგზავნა, სადაც განმარტა, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ „ყველაზე ხელსაყრელი ეროვნული“ ფასები დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ პროგრამაში. გარდა ამისა,  ახალი მედიკამენტები ბაზარზე არ უნდა გამოვიდეს სხვა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში არსებულ ფასებზე მაღალ ფასად.

ჯერჯერობით, ტრამპის ადმინისტრაციასთან ხუთმა კომპანიამ დადო შეთანხმება ფასების შესამცირებლად. ესენია „ფაიზერი“, „ელი ლილი“, „ასტრაზენეკა“, „ნოვო ნორდისკი“ და EMD Serono, გერმანული „მერკის“ აშშ-ის განყოფილება.

jandacva.ge 

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

ეკონომიკა

გამოგვყევით