logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

წონის კლების პრეპარატები, შესაძლოა, კიბოს მრავალი სახეობის მკურნალობაში დაინერგოს

წონის კლების პრეპარატები, შესაძლოა, კიბოს მრავალი სახეობის მკურნალობაში დაინერგოს

1780560317

ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ GLP-1-ის ტიპის წამლები, რომლებიც დიაბეტის და წონის კონტროლისთვის ფართოდ გამოიყენება, შესაძლოა ასევე დაეხმაროს კიბოს ბევრუ სახეობის მკურნალობის პროცესს. ეს მონაცემები წარმოდგენილია 2026 წლის American Society of Clinical Oncology (ASCO) კონფერენციაზე, ჩიკაგოში.

კვლევებმა, რომლებიც მოიცავდა კლინიკური ჩანაწერების და რეალური შემთხვევების ანალიზს, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც იღებენ GLP-1 პრეპარატებს — მაგალითად, semaglutide (Wegovy და Ozempic) ან tirzepatide (Mounjaro და Zepbound) — ანთება დაქვეითებული აქვთ, აქვთ გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი და კიბოს პროლიფერაციის (უჯრედების გამრავლება და სწრაფი გაყოფას) დაბალი ალბათობა, ვიდრე მათ, ვინც ამ წამლებს არ იღებენ.

ერთ-ერთმა კვლევამ, რომელმაც 12 000 პაციენტი შეისწავლა, აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მეტასტაზირების შესაძლებლობას ზოგიერთ კიბოს მიმართ — განსაკუთრებით ფილტვის, ძუძუს, მსხვილი ნაწლავის და ღვიძლის სიმსივნეების შემთხვევაში.

ამ წამლების გამოყენება ასევე უკავშირდებოდა კიბოსანთა უკეთეს გადარჩენის მაჩვენებელს ექვს ტიპში — ძუძუს, პროსტატის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, ღვიძლის და თირკმელების კიბოს შემთხვევებში, სადაც ერთი მესამედით დაბალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ მედიკამენტებს არ ახასიათებს მხოლოდ წონის კლება — შესაძლოა მათ ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო და იმუნური სისტემის რეგულირების ეფექტები, რაც ეხმარება ორგანიზმს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისას.

მიუხედავად აღნიშნული მონაცემებისა, ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ ეს არის ჩანაწერებზე დაფუძნებული მონიტორინგის კვლევები, ამიტომ ისინი არ ამბობენ, რომ GLP-1 წამლები უშუალოდ კურნავს კიბოს. საბოლოო დასკვნების მისაღებად საჭიროა რანდომიზებული კლინიკური კვლევები, რომლებიც უკვე დაგეგმილია.

jandacva.ge 

გამოგვყევით