logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კომუნიკაციის პრობლემის გამო Delta-ს, United და American Airlines-ის ფრენები შეჩერებულია

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, აშშ-ს რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანიის ყველა ფრენა კავშირგაბმულობის პრობლემის გამო შეჩერდა. მათ შორის შეჩერებულია Delta-ს, United და American Airlines-ის ფრენები.

FAA-ის ცნობით, სახმელეთო შეფერხება გავლენას ახდენს ავიაკომპანიების ყველა ფრენაზე, მათი დანიშნულების მიუხედავად. ამასთან, გაურკვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება გაჩერება, თუმცა FAA ვარაუდობს, რომ ფრენების განახლება შესაძლებელი იქნება დილის 5 საათისთვის (ET).

Microsoft-ის გათიშვამ ჯერ კიდევ გუშინ, რამდენიმე საათით შეაფერხა Frontier Airlines-იც. გუშინვე, Frontier-მა განაცხადა, რომ მისი სისტემები გათიშვის გამო დაზარალდა და მგზავრებს თანხის დაბრუნება შესთავაზა.

სხვა ავიაკომპანიებმა, მათ შორის Allegiant-მა და SunCountry-მ, ასევე განაცხადეს, რომ მათაც ჰქონდათ სირთულეები, მათ შორის, ონლაინ დაჯავშნის, რეგისტრაციისა და მოგზაურობის მართვის ფუნქციებთან დაკავშირებით.

ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის სტატუსის პლატფორმაზე Azure-ზე, Microsoft-მა განაცხადა, რომ ცენტრალურ შეერთებულ შტატებში ზოგიერთ მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა. მიზეზად, „მომსახურების მართვის ოპერაციებთან დაკავშირებული წარუმატებლობები და სერვისების დაკავშირება ან ხელმისაწვდომობა“ დასახელდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ დაადგინა მიზეზი და მუშაობს მის გამოსასწორებლად.

გარდა ამერიკულისა, დღეს, არაერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ განაცხადა ტექნიკური შეფერხების შესახებ. მათ შორის Virgin Australia-მ და Qantas-მა, ევროპისა და აზია-წყნარი ოკეანის აეროპორტებთან ერთად.

წყარო: CNN

გამოგვყევით