logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

დაიწყე პირველი სამსახური გამოცდილების გარეშე

დაიწყე პირველი სამსახური გამოცდილების გარეშე

1790670960

თუ გინდა პირველი სამსახურის დაწყება და ჯერ არ გაქვს გამოცდილება, გრინვეიში შეგიძლია ახალ პროფესიას დაეუფლო. აუცილებელია, გქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა, საქმიანობას კი სამუშაო პროცესში, ადგილზე შეისწავლი და ეტაპობრივად გაეცნობი ტექდათვალიერების ყველა მნიშვნელოვან ეტაპს. ხოლო თუკი სტუდენტი ხარ, შეგიძლია გრაფიკი სწავლასაც მოარგო.

ასევე თუ ხარ ავტოსფეროს მოყვარული, გაინტერესებს მანქანების ტექნიკური მხარე ან უბრალოდ გსურს იპოვო სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული პროფესია, შეგიძლია შემოუერთდე გრინვეის გუნდს ტექდათვალიერების სერვისცენტრის თანამშრომლის პოზიციაზე.

რატომ უნდა აირჩიო გრინვეი?

  • დაგხვდება მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომლის მორგებაც სწავლასთანაც შესაძლებელია;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა.
  • სრულფასოვან პრაქტიკულ გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია;
  • შესაძლებლობა, თავად აირჩიო სასურველი სამუშაო ლოკაცია.

რა ფუნქცია-მოვალეობები გექნება გრინვეიში? 

  • ავტომობილის ინსპექტირების სივრცეში განთავსება;
  • ინსპექტორის ასისტირება გამონაბოლქვის, სამუხრუჭე სისტემის, ABS-ისა და სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში;
  • ინსპექტორის ასისტირება მაშუქების, მინასაწმენდი სისტემისა და ხმოვანი სიგნალის შემოწმებისას;
  • ძრავის ბრუნვის საზომი მოწყობილობის სწორად განთავსება შესაბამის აგრეგატზე;
  • პრობლემური შემთხვევების შესახებ მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • მომსახურების ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • კომპანიის პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ჯამში 40 საათი
  • ანაზღაურება: 1100 ლარი;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და FitPass.

დაიწყე შენი კარიერა გრინვეიში

თუ მზად ხარ, დაიწყო კარიერა ახალ პროფესიით და გახდე პროფესიონალთა გუნდის წევრი, შენი საკონტაქტო ინფორმაცია დატოვე აქ ან გააგზავნე მეილზე: [email protected]

 

 

 

 

 

გამოგვყევით