logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გერმანიის საელჩო: შემდგომში აუცილებელი ყველა რეფორმის გატარებისას, გერმანია საქართველოს გვერდით იქნება

გერმანიის საელჩო: შემდგომში აუცილებელი ყველა რეფორმის გატარებისას, გერმანია საქართველოს გვერდით იქნება

1702581524

საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! შემდგომში აუცილებელი ყველა რეფორმის გატარებისას, გერმანია საქართველოს გვერდით იქნება და გააგრძელებს მის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

გამოგვყევით