logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"გვყავს მოსწავლეები ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდანაც" - ავტოსკოლა "ლიდერ ჯგუფი"

საქართველოში მართვის მოწმობის აღებით უცხოელებიც ინტერესდებიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოსკოლა „ლიდერ ჯგუფის“ ინსტრუქტორმა, თამაზ ბახტაძემ განუცხადა, მათთან სასწავლებლად როგორც ინგლისურ, ისე რუსულენოვანი მოსწავლეები მიდიან.

„ადრე, ძალიან დიდი რაოდენობით გვყავდა ჩინეთის მოქალაქეები. ახლა, ეს სეგმენტი შემცირებულია, თუმცა აქტიურობენ ინდოეთის მოქალაქეები. რაც შეეხება ევროპულ სახელმწიფოებს - გვყავს მოსწავლეები ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდანაც, მაგალითად, საფრანგეთიდან და გერმანიიდან“, - განმარტა ავტოსკოლა „ლიდერ ჯგუფის“ ინსტრუქტორმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურია.

„ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე წელს, ჩვენს ავტოსკოლას განსაკუთრებულად შეუმცირდა მოსწავლეების ნაკადი, ან გაეზარდა. ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ მართვის უფლების მოპოვების მიმართ ინტერესი სტაბილურია“, - აღნიშნა თამაზ ბახტაძემ.

მისივე თქმით, ტრადიციულად, ყველაზე მაღალი მიმართვიანობა B კატეგორიაზე ნარჩუნდება. 

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 7 383 მართვის მოწმობა გაიცა. ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც წელს მართვის მოწმობის აღება შეძლო 73 წლის ქალია.

გამოგვყევით