logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

1744353540

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე  აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით,  ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო  გადატანილია  ზესტაფონის  საქმიან ეზოში”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ეკონომიკა

გამოგვყევით