პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ხვალიდან დაიწყებს. ხვალ, 13:00 საათზე ჩანიშნულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ოფიციალურად წარედგინება.
რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს დარგების შესაბამისად მოუსმენენ, პლენარულ სხდომაზე კი, პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო გუნდთან ერთად წარდგება.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
1tv.ge