logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოში 2026 წლის მეორე კვარტალში 4556 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოში 2026 წლის მეორე კვარტალში 4556 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

1784104446

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით,  GCCA-მა 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 4556 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. 4544 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 12 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი შემოსავლების ნაწილშიც.

აღნიშნული 12 შემთხვევიდან 8 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ ოთხ კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.

2025 წელს, GCCA-მა თანხმობა გასცა 18 კონცენტრაციაზე, ხოლო 2026 წელს, არსებული მდგომარეობით, თანხმობა გაცემულია 12 კონცენტრაციაზე.

გამოგვყევით