ბრიტანულმა ბიზნესგამოცემამ International Business Times-მა სტატია სახელწოდებით - Starring Georgia: How One Company Transformed Georgia’s Cultural Landscape გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა განხილული, როგორ შეცვალა Starring Georgia-მ საქართველოს კულტურული ლანდშაფტი.
"შავი ზღვის რეგიონზე ფიქრისას, როგორც წესი, თვალწინ გვიდგება ლამაზი სანაპიროები, თბილი მასპინძლობა და დასვენება. თუმცა, რამდენიმე წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ეს სივრცეები საერთაშორისო დონეზე კულტურული მნიშვნელობითაც გახდებოდა ცნობილი. Black Sea Arena-მ შეკვეთილი მსოფლიო დონის არტისტების საკონცერტო სივრცედ აქცია. ეს ყველაფერი ერთ სახელში ერთიანდება — Starring Georgia, რომელიც არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც გლობალური მასშტაბის კულტურულ და გასართობ ცენტრად დამკვიდრებას.
ამ ინიციატივის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაში იმ არტისტების ჩამონათვალიც მარტივად გვარწმუნებენ, ვინც ბოლო წლებში საქართველოს ეწვივნენ, მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება. ეს გაერთიანება, თავის მხრივ, რამდენიმე მნიშვნელოვან სივრცეს მოიცავს: Black Sea Arena-ს, სოციალურ სივრცეს, ფილარმონიას, ციცინათელას, მინიატურებისა და მუსიკოსთა პარკებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი პროექტ Starring Georgia-თი დაიწყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებისკენ გადადგმულმა სწრაფმა ნაბიჯებმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა,"-აღნიშნულია სტატიაში.
International Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება Black Sea Arena-ს ეთმობა, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელმაც საქართველო საერთაშორისო მუსიკალური ტურნეების რუკაზე დააყენა.
“საათნახევარში ჩატეული ყველა ემოცია, რისთვისაც Starring Georgia არსებობს – ერთხმად ამღერებული 10 000 ადამიანი, ათასობით უცნობი მელომანის გაზიარებული საერთო ენერგია, ყველა თაობისთვის საყვარელი სიმღერები და მათ ფონზე აფრიალებული საქართველოს დროშა” – Scorpions-ის ლაივის შემდეგ Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ეს პოსტი არა მხოლოდ კონკრეტულ მუსიკალურ ღონისძიებას, არამედ Starring Georgia-ის მთლიან სულისკვეთებასაც იდეალურად აჯამებს. თუმცა, აქ არ უნდა შევცდეთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ მუსიკალურ გამოცდილებებზე, რეალურად საქმე ბევრად დიდ რამეს ეხება,"-აღნიშნულია სტატიაში.
ამავე გამოცემის მიხედვით, Starring Georgia-ს ეკოსისტემის ცენტრალური სივრცეა Black Sea Arena - მრავალფუნქციური საკონცერტო სივრცე გურიაში, შავი ზღვის სანაპიროზე. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს გაიხსნა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი.
ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელს იტევს და მასპინძლობს არა მხოლოდ მუსიკალურ კონცერტებს, არამედ თეატრალურ წარმოდგენებსა და კონცეპტუალურ ღონისძიებებს.
"ეს სივრცე იქცა ადგილად, სადაც მოზარდები საყვარელ ბენდებს პირველად ნახულობენ, ბებია-ბაბუები და შვილიშვილები ერთ კონცერტზე ხვდებიან, ხოლო ქართული ფოლკლორი თანამედროვე ფორმით ცოცხლდება. OneRepublic, Scorpions, The Killers, Black Eyed Peas, Jessie J — ეს მხოლოდ ნაწილია იმ არტისტებისა, რომლებმაც შეკვეთილი ნამდვილ დღესასწაულად აქციეს,"-წერია სტატიაში.