ტაბახმელა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად უბნად იქცა. თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზე მდებარე ეს ტერიტორია ინვესტორების განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
პირველ რიგში, აქ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები, რაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში თითქმის შეუძლებელია. მეორე მხრივ, ლოკაციაზე აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, უკვე გაუმჯობესდა გზები, გაყვანილია კომუნიკაციები.
ტაბახმელას საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის ის ფაქტი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომლებზე მოთხოვნაც ძალიან მაღალია. ამას ის განაპირობებს, რომ სულ უფრო მეტ ოჯახს სურს ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ქალაქის ხმაური ნაკლებად ისმის და ბუნებასთან სიახლოვე შესაძლებელია.
ამ მიმართულებით მატერია საინტერესო კონცეფციის პროექტს ქმნის. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სივრცე ტაბახმელაში “Tabakhmela Estates” დახურული ტიპის დასახლებაა, რომელიც 8 ჰექტარზე შენდება და მომავალი მაცხოვრებლებისთვის ქმნის ფუნდამენტს, რომელსაც თავად აქცევენ სახლად.
მატერია 600-დან 1500 კმ.მ-ზე მიწის ნაკვეთებს გთავაზობთ, რომლებამდეც მიყვანილია ყველა საჭირო კომუნიკაცია — გაზი, წყალი, ელექტრობა და ა.შ.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა პადელის კორტები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვების გასართობი სივრცე და 7000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პარკი საპიკნიკე ზონებით. მთელი ტერიტორია იქნება შემოღობილი და დაცული 24 საათის განმავლობაში.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ლოკაციის განვითარების ტემპისა და ახალი პროექტების გათვალისწინებით, უძრავი ქონების ფასი წლებთან ერთად გაიზრდება. ამრიგად, ის, ვინც დღეს მიწის ნაკვეთს შეიძენს, მომგებიან ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის შესახებ: მატერია დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის. იგი ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.
პროექტების სამშენებლო მიმართულებას კვლავ Outlook Construction უძღვება — კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს გამოცდილება დადასტურებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორიცაა სრულად გაყიდული Outlook Vake და ახალი პროექტი Outlook Forest.
Outlook Development-ის რეპუტაცია მატერიას თითოეული პროექტის ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა. დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ კომპანიის ვებგვერდიდან მიიღებთ, ან ეწვიეთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი ვასილ ბარნოვის ქუჩა #84.