logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის 4 მცდელობა აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის 4 მცდელობა აღკვეთეს

1764746204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთა ხელბარგებში  განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის(საერთო წონა 150 გრამამდე), ასევე სხვადასხვა დასახელების 497 კაფსულა ფსიქოტროპული  მედიკამენტის,  39 გრამი ,,მორფინისა" და ,,კოდეინის" შემცველი ფხვიერი მასის და 1 ლიტრი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება  ,,კეტამინის"  მალულად შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ოთხი სამართალდამრღვევის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

"ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა"

"ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა"

ბიზნესი

გამოგვყევით